საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ქონება 2,7 მლნ ევროდაა შეფასებული. 17 თებერვლის მდგომარეობით, საფრანგეთის პრეზიდენტის, HSBC-ის საბანკო ანგარიშზე, 56 ათასი ევროა. როგორც ჩანს HSBC-ს ნიკოლა სარკოზი ძალიან ენდობა, რადგანაც სწორედ ამ საფინანსო ინსტიტუტთან გააფორმა საფრანგეთის პრეზიდენტმა სადაზღვეო კონტრაქტი, რომელიც 2,3 მლნ ევროდაა შეფასებული. ანალოგიური კონტრაქტი, მართალია მცირედი თანხით - 277 ათასი დოლარი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანგულ Neuflize OBC-თან აქვს.
ნიკოლა სარკოზი არ ფლობს ფასიან ქარალდებს და მის ბალანსზე არ ირიცხება ართ ერთი სატრანსპორტო საშუალება. მაშინ როდესაც პრეზიდენტად არჩევამდე ნიკოლა სარკოზი ავტომობილ Austin mini-ს ფლობდა.
ნიკოლა სარკოზის მფლობელობაშია ასევე 100 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები და ხელოვნების ნიმუშები, რომელიც 5 წლის წინ დეკლარაციაში შეტანილი არ იყო.