აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი შემდეგი ვიზიტი მოსკოვში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის ნოემბერში ჩატარდება, ინაუგურაცია კი 2013 წლის იანვარში შედგება. ბარაკ ობამა აშშ-ში ჩატარებულ გამოკითხვებში ლიდერობს.
"რა თქმა უნდა ძალიან მინდა სანქტ პეტერბურგის მონახულება, მაგრამ ვშიშობ ამის გაკეთებას მხოლოდ არჩევნების შემდეგ შევძლებ", _ განაცხადა ბარაკ ობამამ სეულში ჟურნალისტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ასე უპასუხა მან დიმიტრი მედვედევის მოწვევას, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გადასცა და ამხადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელით პეტერბურგში დაპატიჟა.
ბოლოს ბარაკ ობამა რუსეთს 2009 წელს სტუმრობდა.