რუსი მოსახლეობის პროტესტს ხელისუფლება ისევ დიქტატურით პასუხობს. მოსკოვსა და პეტერბურგში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ მოწყობილი კიდევ ერთი აქცია დარბევით დასრულდა.
პოლიციამ ოპოზიციონერები იმ დროს დაშალა, როდესაც ისინი მანეჟის მოედნიდან წითელ მოედანზე ცდილობდნენ გადასვლას. არიან დაკავებულები.
აქცია, ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით, გაიმართა პეტერბურგშიც.