გაეროს სპეციალურმა წარგზავნილმა კოფი ანანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სირიის პრობლემის დარეგულირების საკითხი განიხილეს.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სპეცწარგზავნილთან, რომელიც წლების განმავლობაში გაეროს ხელმძღვანელობდა, კონტაქტები უმნიშვნელოვანესია.
"შეხვედრები კოფი ანანთან ფოკუსირებულია სირიის შიდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიებაზე", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა.
შეგახსენებთ, რომ წელიწადზე მეტია სირიაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირება მიმდინარეობს. გარეოს მონაცემებით დაღუპულია 8-ათასზე მეტი ადამიანი.
რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგებიან სირიის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რომელიც სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.