საფრანგეთი და გერმანია თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების წინააღმდეგნი არიან. ამის შესახებ თურქეთის მინისტრმა ევროკავშირის საკითხებში, ემენ ბაგიშმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 25 თანახმაა თურქეთის მოქალაეებისათვის უვიზო რეჟიმის დასაწესებლად და მხოლოდ საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ საწინააღმდეგო მოსაზრება.
მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიცია უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს და იმედი გამოთქვა, რომ ამ ქვეყნების ხელისფულება უახლოეს მომავალში შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას თურქეთთან მიმართებაში.