თბილისის დამწვრობის ცენტრში სხეულის თერმული დაზიანებებით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოათავსეს.
კატასტროფის ბრიგადებმა ერთი პაციენტი თელავიდან, მეორე ახალქალაქიდან გადმოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა სხეულის დაზიანებები თერმული წყლით მიიღეს. ორივე მათგანს, სხეულის 40% დამწვრობა აქვს.
ექიმების თქმით, პაციენტების მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმეა.
,,კატასტროფის ბრიგადების მიერ გადმოყვანილია ორი მცირეწლოვანი ბავშვი ერთ -სამის, მეორე - ხუთი წლის. დამწვრობითი ფართი არის საკმაოდ დიდი - 40% სხეულის დაზიანება და მესამე ხარისხის დამწვრობა. ამ ეტაპზე ორივე მათგანი რეანიმაციულ მკურნალობას გადის", - განაცხადა მკურნალმა ექიმმა ხათუნა ჯაფარიძემ.