აშშ-ს ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ გულის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.
CNN-ის ინფორმაციით, მას ამჟამად ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო აღდგენითი პროცედურები უტარდება.
ჩეინის გარემოცვის განცხადებით, მას ოპერაცია ვირჯინიის შტატში ჩაუტარდა. იგი უკვე 20 თვეზე მეტია, ტრანსპლანტაციის სიაში რიგს ელოდება.
არც ვიცე-პრეზიდენტმა და არც მისმა ოჯახმა არ იცინ დონორის შესახებ თუმცა, "ისინი მუდამ მადლობელნი იქნებიან მისი გადარჩენილი სიცოცხლის გამო."
ჩეინს გულის პრობლემები 2001 წელს დაეწყო, როდესაც მას კარდიოსტიმულატორი ჩაუდგეს. შემდგომ მან კორონალური შუნტირება და ანგიოპლასტიკის ოპერაციაც გადაიტანა. მას 5 ჯერ ჰქონდა გულის უკმარისობა, ბოლოს 2010 წელს. 2011 წელს მას გულის რიტმის იმპლანტანტი ჩაუდგეს.
დიკ ჩეინი ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს ორჯერ იყო ქვეყნის ვიცე პრეზიდენტი.