სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" და მოძრაობა "არა" კონტროლის პალატას უპასუხისმგებლობასა და ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
"ჩვენ გვაინტერესებდა, რომელი კომპანიები ამარაგებდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს წამლებით, პროდუქტით, რადგან ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ამ უწყებაში. თუმცა კონტროლის პალატისგან ვერანაირი ინფორმაცია ვერ მივიღეთ", _ განახადა ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ადვოკატმა ლადო მაჭარაშვილმა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უკვე თვეზე მეტია კონტროლის პალატას მიმართეს კითხვით, თუ რომელი კომპანიები ასრულებენ სასჯელაღსრულების მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხს, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.