26 და 27 მარტს სამხრეთ კორეის დედაქალქში, სეულში ბირთული უსაფრთხოების სამიტი გაიმართება. მსოფლიო ლიდერები სეულში ბირთული უსაფრთხოების სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკვე ჩავიდა სამხრეთ კორეაში. სეულში იმყოფება გაეროს გენერალური მდივანი პანგი მუნიც, რომელმაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა.
ბირთული უსაფრთხოების სამიტში მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის ლიდერი მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის მთავარი თემები ბირთული მასალებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთა და მათი დაცვა იქნება.
სამიტის ფარგლებში ლიდერები სეულში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავენ.