ძლიერი მიწისძვრა მოხდა ავსტრალიაში. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,1 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ერნაბელასთან დაფიქსირდა.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
ბოლო 2 დღის განმავლობაში კი ეს უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრაა, რომელიც ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. 5,4 მეათედი მაგნიტუდის ბიძგები ქალაქ ალისპრინქსიდან სამასი კილომეტრის მოშორებით გუშინ მოხდა.
გეოლოგიური სამსახურის ცნობით ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში რეგიონში ეს ყველაზე ძლიერი ბიძგები იყო.