თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმოყოფოში არსებულ სისხლის ბანკში ჩააბარეს სისხლი.
"მათ მიერ ჩაბარებული სისხლი დაეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს", - ნათქვამია შშს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.
ლეიკემია - სისხლის სისტემური დაავადება. საქართველოში სისხლის გათეთრებადაც მოიხსენიებენ. სიმსივნური დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება. დაავადებულ ორგანიზმში მკვეთრად მატულობს სისხლის უმწიფარი თეთრი უჯრედების რაოდენობა. ამის შედეგად მცირდება სისხლის ნორმალური თეთრი უჯრედებისა (ლეიკოციტების) და სხვა ნაწილაკების რაოდენობა, რაც ხელს უშლის ორგანოების ნორმალურ ფუნქციონირებას: არ ხდება ორგანიზმის ნორმალურად მომარაგება ჟანგბადით, ქვეითდება იმუნიტეტი, რთულდება სისხლდენის შეჩერება. მიუხედავად მრავალრიცხოვანი კვლევებისა, დღეისთვის ლეიკემიის გამომწვევი ერთი რომელიმე მიზეზი არ არის დადგენილი