მოლდოვის ახლადარჩეული პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად დღეს შეუდგა. "მოლდოვა დემოკრატიისა და ევროპასთან დაახლოების კურსს ირჩევს", _ განაცხადა მოლდოვის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ნიკოლაი ტიმოფტმა.
მოლდოვის ახლად არჩეული პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას
ოფიციალურად დღეს შეუდგა.
ნიკოლაი ტიმოფტის იანაუგურაცია რესპუბლიკის სასახლეში გაიმართა. ფიცის დადების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ტიმოფტის საპრეზიდენტო სიმბოლიკა ბრილიანტის თვლებით მორთული ღერბიანი ბეჭედი გადასცა.
ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარში ნიკოლაი ტიმოფტმა განაცხადა, რომ მოლდოვა დემოკრატიისა და ევროპასთან დაახლოების კურსს ირჩევს.
ორი წელი მოლდოვას პრეზიდენტი არ ჰყავდა. 63 წლის მოსამართლე ნიკოლაი ტიმოფტი პრეზიდენტის პოსტზე გასულ კვირას პარლამენტმა აირჩია.