მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტილია.
გადაწყვეტილება მერიის სატრანსპორტო სამსახურმა მიიღო. მიზეზი სანაპიროზე მიმდინარე მშენებლობაა, ადგილზე ახალი პანდუსი ეწყობა, რომლითაც დიღმის მიმართულებით მოძრავ მძღოლებს გადაადგილება გაუადვილდებათ და შუქნიშანზე გაჩერება აღარ მოუწევთ.
მიმდინარე სამუშაოების გამო მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ამ მონაკვეთზე მოძრაობის წესებიც შეცვლილია.