დიდი ბრიტანეთის პარლამენტი აქტიურად განიხილავს "ბიგ ბენისთვის" დედოფლის სახელის მინიჭების საკითხს. შესაბამისად, კოშკს სახელი გადაერქმევა და "ელიზაბეტ-ტაუერი" დაერქმევა. თუმცა პარლამენტში აღიარებენ, რომ კოშკისთვის სახელის გადარქმევის მიუხედავად, დონდონელები და უცხოელი ტურისტები, ინგლისის დედაქალაქის მთავარ მშვენერბას მაინც "ბიგ ბენის" სახელით მოიხსენიებენ.
როგორც ცნობილია ბოლო პერიოდში "ბიგ ბენი" 45 სანტიმეტრით გადაიხარა. "ბიგ-ბენი" ყოველ წელს 2 სანტიმეტრით მარჯვნინ იხრებოდა თუმცა ახლა ეროზიის პროცესმა კულმინაციას მიაღწია. სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროცესი გაგრძელდება, შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შენობა ჩამოინგრეს.
გადახრილი "ბიგ-ბენის" ნახვა უკვე შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ "ბიგ-ბენის" ისტორია 1844 წელს დაიწყო, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ, ვესტმინსტერის სასახლის აღმშენებელმა, პარლამენტს სთხოვა გამოეყოთ მისთვის თანხა, რათა წმ. სტეფანეს კოშკზე საათი დაედგა.პარლამენტმა მისი თხოვნა შეასრულა იმ პირობით, რომ ახალი საათი, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და დიდი იქნებოდა, ხოლო ამ საათის ზარის ხმა მთელ იმპერიას უნდა გაეგონა.