დღეს, 24 მარტს, დიდმარხვის მეოთხე შაბათს მიცვალებულთა ხსენების დღე აღინიშნება.
ტაძრებში მიცვალებულთა მოსახსენიებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი ჩატარდება.
ამ დღეს ტაძარებში საკურთხი იკურთხება. მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვაში მიცვალებულთა მოსახსენიებელ შაბათს სამჯერ აღნიშნავს: დიმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.
დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.