საქართველოში ახალი სანებართვო საქმიანობა - აზარტული კლუბის მოწყობა შემოდის. აზარტული კლუბის გახსნისთვის შესაბამისი ნებართვის აღება სავალდებულო იქნება.
აზარტული კლუბების ცნებას "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რუსუდან კემულარიამ კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით გააცნო.
კანონპროექტის თანახმად, აზარტული თამაშების გამართვა შესაძლებელი იქნება როგორც სამორინეში და სათამაშო აპარატების სალონში, ასევე აზარტულ კლუბში. წესდება მოსაკრებელი აზარტული კლუბის მოწყობისთვის - წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით, რომლის ფარგლებშიც მთავრობა მოსაკრებლის ოდენობას ტერიტორიების მიხედვით დააწესებს. ამასთან, თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელს შეუძლია უფასოდ მოაწყოს 3 აზარტული კლუბი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.