26 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების მოსწავლეთა კონცერტი გაიმართება.
მონაწილეობენ უფროს- და უმცროსკლასელთა გუნდები: ეკა ჩიქოვანი,რომეო გიორგაძე, ჟანა აბულაძე, ირმა ლაზარაშვილი, ასევე სასწავლებლის ვოკალური განყოფილების თამარ სავრაზიშვილის კლასის მოსწავლეები: თეონა დალაქიშვილი, მარინა შახდინაროვა, ანა ბერუჩაშვილი, თინა ამირეზაშვილი და ბაია საგანელიძე.
კონცერტმაისტერები მარინა ადამიშვილი და ირინე აღლაძე. ევგენი მიქელაძის სახელობის კამერული ორკესტრის დირიჟორი გიორგი ჟორდანია.