"უოლტ დისნეის" თავისი არსებობის განმავლობაში რეკორდული დანაკარგები ელოდება. კომპანიამ ოფიციალურად აღიარა ენდრიუ სტეინტონის ახალი ფილმის "ჯონ კარტერის" საკასო ჩავარდნის ფაქტი. ფინანსური ანალიტიკოსების აზრით, ზარალმა, შესაძლოა, 200 მილიონი დოლარი შეადგინოს.
"დისნეის"ფილმი თითქმის 300 მილიონი დოლარი დაუჯდა.100 მილიონი რეკლამაზე დაიხარჯა. თუმცა, ექსპერტების აზრით, სწორედ ეს გახდა ფილმის ჩავარდნის მთავარი მიზეზი. ვიდეოები და აფიშები უზარმაზარი ურჩხულების გამოსახულებით უფრო აშინებს მაყურებელს, ვიდრე იზიდავს
რეჟისორ სტეინტონისთვის "ჯონ კარტერი" პირველი მხატვრული ფილმია, მას გადაღებული აქვს მულტფილმები "ვალი" და "ნემოს ძიებაში".
ფანტასტიკური ბოევიკის მოქმედება მარსზე ვითარდება. აშშ-ს სამოქალაქო ომის ვეტერანს აქ ურჩხულებთან ომი ელოდება. ფილმი დატვირთულია სპეცეფექტებით. თუმცა მაყურებელმა ის "მოსაწყენენად და სულელურად " მიიჩნია. ფილმისადმი დაუნდობელია პრესაც. კრიტიკოსებმა ფილმი "უფორმო ისტორიად" მონათლეს, რომელიც გაუგონრად დიდხანს გრძელდება", - წერენ ჰოლივუდელი რეპორტიორები
"დისნეისთვის" გამოსავალი, შესაძლოა, ფილმის რუსეთსა და დსთ-ში გაქირავება გახდეს, სადაც "ჯონ კარტერი" ორი კვირაა საკასო შემოსავლებით ლიდერობს. ჯერ კიდევ პირველი კვირის განმავლობაში თითქმის 6 მილიონი დოლარი ამოიღო, რითაც გაუსწრო კიდევაც ფილმს "კარიბის ზღვის მეკობრეები".
.