ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ვებგვერდის გატეხას ეხმიანება.
"23 მარტს NDI-ის პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ბიუროს ვებგვერდი უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს და გვერდზე გაუგებარი შინაარსის წარწერები განათავსეს. სპეციალისტები უკვე მუშაობენ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვებგვერდის მუშაობა უახლოეს მომავალში აღდგება", - ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
NDI არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს დემოკრატიის განმტკიცებისა და გავრცელებისთვის მსოფლიოში. NDI მუშაობს დემოკრატებთან მსოფლიოს ყველა რეგიონში, რათა გააძლიეროს პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციები, ხელი შეუწყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, მოქალაქეების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მთავრობის ანგარიშვალდებულებას.