ადვოკატი ეკა ბესელია თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი მოსამართლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
,,ლაშა ქოჩიაშვილისა და გიორგი ტყავაძის მიმართ ჩვენ ვგეგმავთ, შევიტანოთ საჩივარი, რათა დაიწყოს მათ მიმართ დისციპლინარული დევნა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, მოსამართლეები შეგნებულად აჭიანურებენ საქმეების განხილვას.
,,მოსამართლე, რომელსაც ჰქონდა ერთ-ერთი სარჩელის განხილვის ვადა 17 მარტამდე, ეს ვადა დაარღვია. მეორე მოსამართლეს გიორგი ტყავაძეს, რომელსაც ორი სარჩელი ერთად აწერია, ანუ ორი საქმეა ერთად გაერთანებული, მანაც განხილვის ვადა 4 მარტს დაარღვია. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს საჩივრით მივმართოთ, რათა დაიწყოს მათ მიმართ დისციპლინარული დევნა", _ აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ ,,ქართული ოცნების" ადვოკატს სასამართლოში ცხრა სარჩელი აქვს შეტანილი, საიდანაც განხილვა მხოლოდ ორ საქმეზე მიმდინარეობს.