თბილისის განვითარების ფონდსა და ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს'' შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი უფლებამოსილია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე, დამტკიცებული პროექტების მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშოები განახორციელოს.
პროექტის ფარგლებში, იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია. კეთილმოეწყობა მოედანზე მდებარე სკვერი, ტროტუარები, გაკეთდება გამწვანების ზოლი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე გარე-განათების სისტემა.
ამასთან პროექტის ხელშეწყობით ათობით თბილისელი ადამიანი დასაქმდება.
ამ ეტაპზე საინვესტიციო კომპანია შენობების სარესტავრაციო და გამაგრების პროექტებზე მუშაობს.