დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ NDI-ის კვლევების შედეგები წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, თბილისელების 72% მთავარ პრობლემად დასუფთავებისა და ელექტოენეტგიის გადასახედების მიბმას ასახელებს, 95% კი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მათი მდგომარეობა გააუარესა.
ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ უზენაეს სასამართლო საბოლოოდ მათ საჩივარს დააკმაყოფილებს და საკრებულოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ გადასახადდთან დაკავშირებით გააუქმებს, თუმცა მანამდე იგი უნდა განახევრდეს.
ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს CO-თი მოწამვლის ფაქტების მოხშირება სწორედ დასუფთავებისა და ელექტოენეტგიის გადასახედების მიბმას უკავშირედება.
,,ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით, მოსახლეობა უხარისხო გაზის გამათბობლებს ამონტაჟებს, რადგან ხარისხიანის შეძენის საშუალება არა აქვთ. შესაბამისად, მათი სისცოცხლე საფრთხეში ვარდება და ამ ფაქტებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს ეკისრებათ, ვინც საკრებულოში ამ გადასახადის დაწესებას დაუჭირა მხარი,, - აღნიშნა ვეფხვაძემ.
თბილისის საკრებულოს ,,ქრისტიან-დემოკრატი,, წევრი ჯაბა სამუშიას განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობის მიერ, 2011 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია. მისი თქმით, მომავალ პარასკევს, საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ საკითხს დასუფთავების გადასახადის განახევრებასთან დაკავშირებით. უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, ამ გადასახადის გაუქმებას და მოსაკრებელის აღდგენას მოითხოვენ.