საქართველოს პოლიტკისა და მიმდინარე მოვლენებზე მოსახლეობა მეტწილ ინფორმაციას რუსთავი 2 -ის, იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით იღებს. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.
კვლევაში შემდეგ ადგილებზე მოდიან აჭარა TV, საპატრიარქოს არხი, კავკასია, მაესტრო, II არხი, რეალ TV და სხვა მაუწყებლები.
უნდა აღინიშნოს, რომ იმედს იმის გამო, რომ არ აჩვენებს ვერ უყურებს 3%, საზოგადოებრივი მაუწყებელს ამავე მიზეზით ვერ უყურებს 10%, აჭარა TV-ს 38%, საპატრიარქოს არხსს და კავკასიას 58%, მაესტროს 66%, II არხს 59%, რეალ TV-ს 65%.
შესაბამისი მაუწყებელი ფარავს მაგრამ მის გადაცემებს არ უყურებს, რუსთავის 2-ის შემთხვევაში 5%. იმედს არ უყურებს 8%, I არხს - 28%, აჭარა TV-ს 30%, საპატრიარქოს არხსს 15%, კავკასიას 20%, მაესტროს 17%, II არხს 25%, რეალ TV-ს 23%.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 22 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში. გამოიკითხა 3 161 ადამიანი.