ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შვიდი ძირითადი საკითხი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს და სადაც რეფორმის გატარებას აუცილებლობაზე საუბრობს, შემდეგი თანმიმდევრობით გამოიყურება: ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საპენსიო, განათლების, საარჩევნო, საგადასახადო, სასამართლო.
გამოკითხული რესპოდენტების 17 % მიჩნეევს, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოსალოდნელია საპენსიო რეფორმის განხორციელება. 16% იმავე პერიოდში რეფორმებს ჯანდაცვაში ელოდება, 12-12% კი სოფლის მეორნეობისა და საარჩევნი რეფორმას ვარაუდობს. 18% მიიჩნევს, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში ქვეყანაში რეფორმა არც ერთ სფეროში არაა მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლის 22 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში. გამოიკითხა 3 161 კაცი.