23 მარტს, 14:00 საათზე, კომპანია ელიტ ელექტრონიქსი ქალაქ ფოთში განახლებული მაღაზიის გახსნის ცერემონიას გამართავს. მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს განსაკუთრებული ფასდაკლებებით. ქალაქ ფოთის მცხოვრებლელბს დაურიგდათ სპეციალური ვაუჩერები, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები მიიღებენ დამატებით 10, 20 და 50 ლარის ფასდაკლებას მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქციაზე.
მარტიდან ქალაქ ფოთის მოსახლეობაც ავტომატურად შეძლებს ისარგებლოს ყველა აქციითა და ფასდაკლებით, რომელიც ელიტ ელექტრონიქსის ქსელში მოქმედებს.
კომპანია ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს მასშტაბით უკვე 35 მაღაზიას ფლობს. ამ წელს კომპანია კიდევ გეგმავს ქსელის გაფართოებას და რამოდენიმე ახალი მაღაზიის გახსნას.
"ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში ათასამდე ადამიანია დასაქმებული, რომლებიც მუდმივად გადიან გადამზადების და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს.
კომპანიის მიზანია მიაწოდოს თანამედროვე ტექნოლოგიები თითოეულ ოჯახს."ელიტ ელექტრონიქსი" გამოირჩევა საუკეთესო მომსახურებითა და ტექნიკის ფართო ასორტიმენტით.
საუკეთესო ფასები, ფართო და მუდმივად განახლებადი პროდუქცია, საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა, საქონლის განვადებით შეძენა, მომსახურების მაღალი დონე და ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მომხმარებელთან განაპირობებს "ელიტ ელექტრონიქსის" დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
"ელიტ ელექტრონიქსი" ყოველწლიურად დამატებით ახალი ბრენდებს და პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს. დღეს ქსელში 50-ზე მეტი დასახელების მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ტექნიკითაა წარმოდგენილი.