რუსთაველის გამზირის #14-ში ხანძარი ლიკვიდირებულია . ცეცხლი 3-სართულიან შენობის პირველ სართუზე გაჩნდა და მთელს შენობაში გავრცელდა. ცეცხლის ლიკვიაციას 20-მდე სახანძრო ბრიგადა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა.
დამწვარია შენობის საცხოვრებელი ნაწილი და საოფისე ფართები. დაიწვა შენობის სახურავიც.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ გიორგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 120 კვადრატულამდე ფართი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. თვითმხილველების აცხადებენ, რომ ხანძარი შენობის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, რომელშიც ფეხსაცმელების შემკეთებელს ჰქონდა ნაქირავები.
როგორც ძველი თბილისის რაიონის გამგებელი დავით ავალიანი აცხადებს, მოსახლეობის ზარალის დათვლის შემდეგ, მას ძველი თბილისის რაიონის გამგეობა აანაზღაურებს