10 წლის მოზარდი თბილისში ცივი იარაღით დაახლოებით 40 წლის მამაკაცმა დაჭრა. თვითმხილველებისთვის უცნობია თავდასხმის ზუსტი მიზეზი.
თვითმხილველების თქმით, მოზარდი ორ თანატოლთან ერთად ბრუნდებოდა სახლში, როდესაც უცნობი მამაკაცი წამოეწია და მოთხოვა ჩანთები გაეხსნათ, ორმა მოზარდმა გაქცევა მოახერხა თუმცა დაზარალებული ვერ გაიქცა რომელსაც მამაკაცმა ყელში ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურა ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.