საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიბანში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ლიბანის პრეზიდენტს მიშელ სლეიმანს (Mishel Sleiman) და პარლამენტის სპიკერს ნაბიჰ ბერის (Nabih Berri) შეხვდება. აგრეთვე გაიმართება ნიკა გილაურის და ლიბანის პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ მიკატის (Najib Mikati) შეხვედრა. ლიბანში ვიზიტის დროს გაიმართება შეხვედრები ლიბანელ ბიზნესმენებთან.