სამარაში გარდაცვლილი 19 წლის მამუკა კახიშვილის ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს. Gგარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ოჯახს არა აქვს საშუალება ცხედრის გადმოსვენების ხარჯები უზრუნველყოს, ამიტომ დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვენ.
"ხლა ექსპერტიზით, რაც ამ დრომდე გაკეთდა კმაყოფილები ვართ. შედეგს მივაღწიეთ, რაც გვინდოდა და ის ეჭვები გაბათილაDთითქოს, მამუკა კახიშვილი იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, რომ ის მოკვდა ცემით და არა გულის შეტევით. Aამ დრომდე გვამი დაუმარხავია და მორგში იმყოფება და გვინდა საქართველოს მთავრობას მივმრთოთ დაგვეხმაროს, რადგან ოჯახს გადმოსვენებისთვის არანაირი საშუალება არ აქვს", _ განაცხადა გარდაცვლილის ნათესავმა ნინო სილაკაშვილმა. '
შეგახსენებთ, 19 წლის მამუკა კახიშვილის საქმეზე ჩატარებული განმეორებითი ექსპერტიზით დადგინდა, რომ წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა 2011 წლის 10 ნოემბერს სამარაში პოლიციელებმა ცემით მოკლეს. ასევე გაკვეთის შედეგად გაირკვა, რომ გარდაცვლილს გულიც ამოცლილი ჰქონდა.