ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მომხდარ ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. პოლიკო ცაავა ხანძრის გაჩენისას სახლში მარტო იმყოფებოდა.
გარდაცვლილს სახლი ხუთი დღის წინ დაეწვა და მას შემდეგ იგი ფიცრულ ნაგებობაში ცხოვრობდა, იქ კი ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი ხშირად ავადმყოფობდა.
"ოჯახის უფროსი პოლიკო ცაავა გადრაცვლილი ვიპვეთ სახლში. Mმე ვერ ვიტყვი რის გამო გაჩნდა ცეცხლი, შეიძლება დაენთო ღუმელიც არაა გამორიცხული, დენიც არ ჰქონდა ნორმალური და ამის გამო მომხდარიყო ეს უბედური შემთხვევა", _ აღნიშნა გარდაცვლილის მეზობელმა შორენა ფარცვანიამ.
ამ დრომდე ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზს დაადგენენ.