დღეს, 22 მარტს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია "პოლონეთი-საქართველო: პარტნიორობის 20 წელი".
კონფერენციის მონაწილეები წაიკითხავენ მოხსენებებს პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებზე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა და თსუ რექტორის მოადგილე ავთანდილ ჩუთლაშვილი.
კონფერენციის ორგანიზატორია ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კავკასიური კვლევის ცენტრი.