დღეს, 22 მარტს, 19:00 საათზე, პიარკლუბის ოფიციალური პრეზენტაცია მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" გაიმართება.
პიარკლუბი არის საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბის ძირითადი საქმიანობის სფერო მოიცავს იმ საკითხებს, რაც წარმოადგენს წევრთა საერთო ინტერესებს და რაც რთული გადასაწყვეტია ცალკეული პიარპრაქტიკოსების ძალებით. კლუბის წევრობა შუძლიათ ნებისმიერ სფეროში დასაქმებულ პიარსპეციალისტებს. კლუბის მიზნებია: პროფესიული ინტერესების წარდგენა და დაცვა; სფეროს გაუმჯობესებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნვა; პიარის განათლების განვითარების ხელშეწყობა; ქცევისა და ეთიკის კოდექსის შექმნა და პიარპროფესიონალებს შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება; კლუბი რეგურალურად მოაწყობს ერთობილივ პიარაქტივობებს; ისევე როგორც ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს და ტრენინგ-სემინარებს წევრებისთვის.
კლუბს ჰყავს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უფლებამოსილია მთავარ საკითხად დააყენოს კლუბისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო საკითხები. საბჭოს წევრები არიან მარიკა დარჩია - მედია პალიტრის კრეატიული დირექტორი, ბერდია ნაცვლიშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ელდარ პირმისაშვილი - პერიტუს გრუპის დირექტორი, კახა მაღრაძე - ჯეპრას უფროსი კონსულტანტი და თორნიკე გურული - კომპანია ვისოლის მარკეტინგისა და პიარის დირექტორი.
კლუბის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს დასაქმებული პიარის პროფესიით, უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3-წლიანი სტაჟი პიარის საქმიანობაში და მაღალი პროფესიული კომპეტენტურობა.
კლუბის წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს კლუბის ნებისმიერი ღონისძიების ორგანიზებაში, კლუბის შეხვედრებზე მოაწყოს პრეზენტაციები, გამოფენები, გამოვიდეს სიტყვით, კლუბის წევრები გამოიყენოს ფოკუსჯგუფად, მოაწყოს დეგუსტაციები, შემოვიდეს ინიციატივით და შესთავაზოს საკუთარი რჩევები და წინადადებები კლუბს.
"პიარ კლუბი" პიარპრაქტიკოსებს ასევე შესთავაზებს: ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას
მუდმივი კონტაქტის შესაძლებლობას ევროპელ კოლეგებთან, პროფესორებთან, პრაქტიკოსებთან და ჟურნალისტებთან აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაში, როგორიცაა: კონფერენციები, ტრენინგები, კონგრესები და სხვა.
პიარკლუბის ფარგლებში უკვე ჩატარდა პირველი ღონისძიება, ლექცია-სემინარი, რომელიც ამერიკელმა პროფესორნა დენის ლ. უილკოქსმა ჩაატარა. იგი საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით იმყოფებოდა. პირველ ღონისძიებას 160 პიარპრაქტიკოსი დაესწრო და მათ პიარკლუბის სერთიფიკატები გადაეცათ.
კლუბის პრეზენტაციაზე ოფიციალური შეხვედრის შემდეგ ჩატარდება წამახალისებელი გათამაშებები, სადაც გამარჯვებულებს სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ. პრეზენტაციაზე მიწვეულია 200-მდე პიარპრაქტიკოსი.
პიარკლუბის მხარდამჭერები არიან: "გუდვილი", "აუთდორი", კულტურის ცენტრი "მუზა", საიტი პიარმენეჯერებისთვის prexchange.ge