ქვესადგურ "კიკეთში" სარემონტო სამუშაოს გამო, 22 მარტს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, თბილისის მიმდებარე სამ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), იოსებიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.