ქვესადგურ "კიკეთში" სარემონტო სამუშაოს გამო, 22 მარტს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, თბილისის მიმდებარე სამ სოფელს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: სოფელ კიკეთის, ბეთანიის და დიდების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება გლდანის რაიონის ნაწილს. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.