22 მარტს, 12:00 საათიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკული პროპაგანდის ფარგლებში, გაიმართება ანტინარკოტიკული აქცია სიმბოლური სახელით - "sport VS drugs".
ღონისძიების ფარგლებში, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება შეჯიბრებები მხიარულ სტარტებში, ქუჩის ფეხბურთში (street soocer), ქუჩის კალათბურთში (street ball), მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში, ჭადრაკში, ფრენბურთსა და ნარდში. ღონისძიება გაფორმდება მუსიკალურად და წამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი (გოგიჩა) ღონისძიების განმავლობაში აქტიურ პროპაგანდას გაუწევს სტუდენტებში ანტინარკოტიკულ განწყობას.
ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული სტუდენტები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ წინასწარ დაწესებული პრიზებით.
სხვა სტუმრებთან ერთად ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი და სტუ-ის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი.
დაგეგმილია ღონისძიების პირდაპირი გაშუქება facebook-ის გვერდზე.
მისამართი: კოსტავას 77, სააკაძის მოედანი, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის ეზო. საკონტაქო პირი - გიორგი კულდონაშვილი - 593 220006, 2 365 345, 2 365 129.