"დემოკრატიული მოძრაობა" ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"ჩვენს ქვეყანაში, ჟურნალისტთა კორპუსი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან მუდმივად დარტყმის ქვეშაა. ხელისუფლება დღემდე ცდილობს თავისუფალი სიტყვის განადგურებას. მიუხედავად ხელისუფლების ტერორისა და ზეწოლისა მედიის ნაწილი ინარჩუნებს პროფესიულ ღირსებას და ობიექტურ ინფორმაციას აწვდის ჩვენს მოსახლეობას. "დემოკრატიული მოძრაობა" მადლობას უხდის მედიის იმ ღირსეულ წარმომადგენლებს, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად გააშუქა 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სადამსჯელო სპეცოპერაცია და მსოფლიოს გააგებინა სიმართლე. უმრავლეს შემთხვევაში, სწორედ ამ ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტორეპორტიორების მიერ აღბეჭდილი ობიექტური სინამდვილის დამსახურებაა, რომ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მომხრეები მიაღწევენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სტრასბურგის სასამართლოში", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" ყველა ღირსეულ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს და უსურვებს გამძლეობას, პროფესიულ წინსვლას, რეალურად დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას და საკუთარი პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულებას.