ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში გამოფენა "დიმიტრი ყიფიანი" მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დიმიტრი ყიფიანის, არჩილ ჯორჯაძის, იაკობ გოგებაშვილის, პაპუნა წერეთლის, დუტუ მეგრელის, თედო სახოკიას, იოსებ ყიფშიძის, გრიგოლ წერეთლისა და სხვათა პირად საარქივო ფონდებში დაცული მასალა; ასევე დიმიტრი ყიფიანის საზოგადოებრივი საქმიანობის - საჯარო ბიბლიოთეკის, დრამატული საზოგადოების, საადგილმამულო ბანკის დაარსების, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების - ამსახველი მასალის ორიგინალებია წარმოდგენილი.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ყიფიანის ავტოგრაფები, მათ შორის, შექსპირის პიესის "ვენეციელი ვაჭარი" თარგმანის ავტოგრაფი; ილია ჭავჭავაძისადმი გაგზავნილი წერილი სათავადაზნაურო ბანკის მუშაობის შესახებ; ქართული სკოლებისათვის შემოღებული სასწავლო გეგმის თაობაზე; წერილი საქართველოს ეგზარხოს პავლესადმი და სხვ.
გამოფენას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განათლების დეპარტამენტი წარმოადგენს.
გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 10 აპრილამდე გაგრძელდება.