ხვალ, 22 მარტს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს კახეთის განვითარების გეგმას დეტალურად გააცნობს.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენლი იქნება უკანასკნელ წლებში, კახეთის რეგიონში განხორციელებული ძეგლთა სარეაბილიტაციო პროექტები. შეხვედრას დაესწრება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, მუნიციპალური განვითარების აღმასრულებელი დირექტორი ლევან ჭიჭინაძე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი.