სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, თბილისსა და ქუთაისის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის ლაბორატორიებში ჩატარდა ტრენინგის ორკვირიანი კურსი "ხარისხის მართვის სიტემის დანერგვა ვეტერინარულ ლაბორატორიების ქსელში".
სწავლების კურსი შემუშავებულ იქნა სსიპ საქრთველოს სოფლს მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის და აშშ დაავადებათა ეროვნული ცენტრის (CDC) ერთობლივი თანამშრომლობის საფუძველზე.
სწავლების I ეტაპი Aგათვალისწინებული იყო იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც უშუალოდ უნდა უზრუნველყონ ხარისხის მართვის სისტემა ლაბორატორიებში.
ტრენინგს ესწრებოდნენ თბილისის, ქუთაისის და ახალციხის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურების და საველე სადგურების სპეციალისტები.
ტრენინგი მოიცავდა ხარისხის მართვის სისტემის თორმეტივე ელემენტის განხილვას, როგორიცაა: ორგანიზაცია, თანამშრომლები, აღჭურვილობა, მომარაგება და ინვენტარი, პროცესის კონტროლი, ინფორმაციის მართვა, დოკუმენტები და ჩანაწერები, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვა, შეფასება, პროცესის გაუმჯობესება, მომხმარებელთა მომსახურება, ნაგებობები და უსაფრთხოება.
ლაბორატორიის პერსონალი აქტიურად მუშაობს ხარისხის სახელმძღვანელოს სრულყოფაზე.
ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა ლაბორატორიებში და მისი წარმატებით განხორციელება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ლაბორატორიის აკრედიტაციის პროცესში.