საქართველოში ახალი მოძრაობა "დაიცავი საკუთარი ღირსება" შეიქმნა. მოძრაობის შექმნის ინიციატორები "ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის" ლიდერი გიორგი ანდრიაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე, მოძრაობა "7 ნოემბერი" და ორგანიზაცია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოება" არიან.
აღნიშნული მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, მოძრაობის მიზანი ღირსების დაცვაა და საზოგადოებას მოძრაობაში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს.