წლის ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ ბიზნესდაჯილდოებაზე დასარეგისტრირებლად მხოლოდ 4 დღე რჩება. წელს უკვე მეორედ ქართულ კომპანიებს ეძლებათ შესაძლებლობა წარადგინონ საკუთარი ბიზნესი და გახდნენ ყველაზე გამორჩეულები პროფესიონალთა შორის.
საქართველოს ეროვნული ბიზნესდაჯილდოების "მერკური 2012'-ის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და 'კაუკასუს ონლაინი". წელს ნომინაციათა რიცხვი გაზრდილია 18-მდე, ხოლო შეფასების სისტემის მაქსიმალური ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ნომინანტების შეფასების პროცესში ჩართულები არიან გავლენიანი ამერიკული გამომცემლობის "Forbes" და "ბი სი ჯი" კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.
ნებისმიერ კომპანიას 24 მარტის ჩათვლით ეძლევა შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე www.mercuryaward.ge და გახდეს ყველაზე პრესტიჟული ბიზნესჯილდოს მფლობელი.
ღონისძიების პარტნიორები არიან კომპანიები: "გალფი", 'საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" და სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბი სი აი". ეროვნული ბიზნესდაჯილდოების ოქროს სპონსორია საიუველირო კომპანია "ზარაფხანა". სპონსორები: "ვისოლი", "თბილღვინო" და "წყალი მარგებელი"