თბილისში, სულხან-საბას 9 ნომერში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ, "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ხანძარი სახლის სახურავს გაუჩნდა.
„სახლის სახურავს ცეცხლი შიგნიდან გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია ყველა სამსახური. დაზარალებულები არ არიან,"-განაცხდა გიორგაძემ.