ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 65% არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
,,კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით, თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 65% - მა დადებითად უპასუხა, რაც NDI-ის მიერ 2011 წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია", _ განაცხადა ლუის ნავარომ.
შეგახსენებთ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. Kკვლევა ჩატარებულია 22 თებერვლიდან _ 5 მარტის პერიოდში.