თბილისში, წურწუმიას ქუჩა #6-ში ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის მიზეზი შეშის ღუმელის გადახურება გახდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაიწვა რამდენიმე კვადრატული მეტრი და დაზიანდა სახლის სახურავი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სააშველო ბრიგადები. მათ ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.