პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურის ინფორმაციით, გონიოში მიწებთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. ამის შესახებ გილაურმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანის საპასუხოდ განაცხადა, რომლის განცხადებითაც, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხელისუფლების წარმამადგენლებმა 700-მდე მესაკუთრეს გონიოში, მათივე მფლობელობაში არსებული მიწები დაურეგისტრირეს. არჩევნების შემდეგ კი ხელსიუფლებამ ამ მიწების ჩამორთმევა დაიწყო.
"არ შეიძლება ამ პრობლემის გადწყვეტის ასე გადავადება, დღეს ეს ადამაინები გაუგებარ მდგომარეობაში არიან, მათ სასწრაფოდ უნდა დაუბრინდეთ ეს საკუთრება, ან ღირსეული კომპენსაციები მიიღონ", - განაცხადა დეპუტატმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხი პროკურატურაშია გადაგზავნილი და გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საკითხზე პროკურატურა განცხადებასაც გააკეთეს.