2-4 აპრილს ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2-4 აპრილს ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში" გამართვა. ღონისძიებაში მონაწილეობას აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მთავრობის 100-მდე წარმომადგენელი, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები და დონორები მიიღებენ.