სამშენებლო მასალისა და ნაკეთობების ხარისხის დამდგენი ლაბორატორიის აღჭურვას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის უკვე შეძენილია შვეიცარიული წარმოების 7 სხვადასხვა სახის მობილური ხელსაწყო. აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენებისა და მუშაობის პრინციპების შესასწავლად 2012 წლის 20-23 მარტის ჩათვლით ტარდება ტრენინგი, რომელსაც უძღვება მწარმოებელი კომპანიის "PROCEQ"-ის წარმომადგენელი ბაუმან კუვთი. ტრენინგს ესწრება ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის თანამშრომლები და უმაღლესი სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან სამშენებლო მასალისა და ნაკეთობების ხარისხის დამდგენ ლაბორატორიაში.
წარმოდგენილი ხელსაწყოების მეშვეობით შესაძლებელია ბეტონის სიმკვრივის დადგენა; რკინაბეტონის ნაკეთობაში არმირების სკანირება; რკინაბეტონის ნაკეთობაში არმირების კოროზიის დადგენა; ბეტონის წყალგაუმტარობის შემოწმება; ინერტული მასალისა და სასაქონლე ბეტონის ტენიანობის დადგენა; მეტალის სიმკვრივის განსაზღვრა; მეტალისა და სხვა მასალის სისქის დადგენა.