15 ოქტომბრამდე ბათუმის ახალი ბულვარი აეროპორტიდან ჭოროხის ხიდამდე კიდევ 1976 მეტრით დაგრძელდება. პროექტის მიხედვით, რომელიც ბულვარის გაგრძელების მეორე ეტაპს მოიცავს, მოეწყობა საავტომობილო გზა გამყოფი ზოლით, გარეგანათებით, საფეხმავლო და ველობილიკით. სამუშაოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ზიმო 7" ასრულებს. სამუშაოსთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 8,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ახალ მონაკვეთზე სამუშაოს დაწყებას მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე და ბათუმის მერთან, რობერტ ჩხაიძესთან ერთად გაეცნო.
"ახალი გზით დავუკავშირდებით მდინარე ჭოროხს, რაც საშუალებას მოგვცემს ბულვარი გაგრძლედეს გონიო-კვარიათის მიმართულებით. ალტერნატიული გზა ტურისტულ-რეკრეაციული ზონის განვითარების გარანტი იქნება და ადგილობრივებზედაც დადებითად აისახება. ასევე, ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვას", - განაცხადა ვარშალომიძემ.
სამომავლოდ ამ მონაკვეთზე გათვალისწინებულია გამწვანებისა და ბულვარის სრული ინფრასტრუქტურის მოწყობა. მნიშვნელოვანია, რომ მდინარე ჭოროხზე იგეგმება 685 მ. სიგრძის ხიდის მშენებლობა.