ხვალ, 21 მარტს, 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში „ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (IBR) მიერ მომზადებული კვლევის - „საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ტოპ 30 დამსაქმებელი კომპანია" შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.
კვლევის პროცესში შესწავლილი იქნა საქართველოში 2 ყველაზე პოპულარულ ვებ გვერდზე - www.jobs.ge და www.HR.com.ge განთავსებული განაცხადებები - პროფესიების, კომპანიების და რეგიონების მიხედვით; კვლევაში მოცემულია ხელფასების ცვლილება ბიზნესის სექტორების მიხედვით, ყველა მაღალანაზღაურებადი და დაბალანაზღაურებადი პროფესიები. სულ შესწავლილი იქნა 2251 ვაკანსია. ასევე კომპანიებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შედგენილი იქნა საქართველოს 30 ყველაზე დამსაქმებელი კომპანია.
კვლევაში მოცემულია ვაკანსიები რომელზე მოთხოვნა დაფიქსირდა უცხოეთიდან, კერძოდ გერმანიიდან, უკრაინიდან, სამხრეთ აფრიკიდან და ყატარიდან. ასევე გამოვლინდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები.
კვლევის შედეგები და დასკვნები საინტერესოა სახელმწიფო და არასმთავრობო ორგანიზაციებისთვის, კერძო კომპანიებისთვის, მედიისთვის, უნივერსიტეტებისთვის და სტუდენტებისთვის. ადამიანებისთვის რომელიც ეძებს სამსახურს.
კვლევა განხორციელდება პერიოდულად (3 თვეში ერთხელ) და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლობლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია შრომის ბაზარზე დაფიქსირებული ცვლილებების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ „ილიუნი ბიზნეს რევიუ" მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ.