ხვალ, 21 თებერვალს 12:00 საათზე, "გუდვილი" საბურთალოს ფილიალში (ქავთარაძის #1) ახალი კაფის „პანორამა ბუფეტის" პრეზენტაცია მოეწყობა
პრეზენტაციას თეატრისა და კინოს მსახიობები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. გუდვილის მზარეულები მათ თვალწინ მოამზადებენ იტალიური ხაზის პასტებს, პიცებს და კრეპეებს, რომელიც „პანორმა აბუფეტის" მენიუშია გათვალისწინებული. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გუდვილის კონდიტერების შემოქმედებასაც გაეცნონ. წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო ხელოვნების ნიმუშები, რომლითაც გუდვილის კონდიტერები მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერთა ათეულში მოხვდნენ.
გუდვილის პარტნიორ მაღაზია „ბიბლუსთან" ერთად მოეწყობა გათამაშებები.
„პანორამა ბუფეტის" სამზარეულო კომბინირებულია. აქ შესაძლებელია მიირთვათ როგორც იტალიური პიცები და პასტები, ასევე ფრეშ სალათები, აპეტაიზერები, ცივი და ცხელი კერძები, სენდვიჩები, საკონდიტრო ნაწარმი, ადგილზე გააკეთოთ არჩევანი ყველაზე არომატულ ყავასა და დესერტებს შორის, ან ისარგებლოთ „Take Away" -ს სერვისით.
დასაქმებული ადამიანებისთვის გათვალისწინებულია Lunch Menu-სპეციალური შეთავაზება, რომელიც მოიცავს კრემ სუპს, ხორციან კერძს თავისი გარნირით და სასმელს. Lunch Menu-ს შეკვეთა მომხმარებელს 11:30დან 14:30-მდე შეეძლება.
„პანორამა ბუფეტი" გუდვილის პირველი კაფეა საბურთალოზე, მომავალში კი მსგავსი კაფეები კომპანიის სხვა ჰიპერმარკეტებშიც მოეწყობა.